ჩვენს შესახებ

   შპს გეორგინა დაარსდა 2002 წელს და იმ დღიდან იგი წარმოადგენს საკეტების და სეიფების ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და რეალიზატორს საქართველოს ბაზარზე.

თქვენ გემსახურებათ საცალო და საბითუმო სარეალიზაციო მაღაზიათა ქსელი მთელი თბილისის მასშტაბით:

  • წერეთლის გამზირი 89
  • წერეთლის გამზირი 116
  • გურამიშვილის გამზირი 15
  • ლილოს ბაზრობა: სანტექნიკის უბანი #28

       

    ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ 4000-დე ასორტიმენტის სხვადასხვა პროდუქტი: კარის საკეტები, სახელურები, სეიფები, ლითონის კარები, მდფ-ის კარები, ანჯამები, დომოფონები, ბოქლომები, კარ-ფანჯრის აქსესუარები და მრავალი სხვა.

მსხვილი სასაწყობო მეურნეობის და პროდუქციის სოლიდური მარაგების წყალობით, სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ნებისმიერი პროდუქტის შერჩევისას, თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება დაუყოვნებლივ.

გეორგინა არის მრავალი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში. იმპორტს ვახორციელებთ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან: იტალიიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ფინეთიდან, ტაილანდიდან, სამხრეთ კორეიდან, არაბეთიდან...

გვეწვიეთ! კმაყოფილი დარჩებით!